***

Statements May 16, 2020

ის რასაც ვხედავთ დღეს
ჩვენ- ილუზიაა შენი
სხეული, ამოიფრქვევა
მთელი სამყარო და
მე დავრჩები კვლავ
ორეული.
ოდესღაც შევქმნი
მე ჩემს ხატებას
შემდგარს ყოველი
შენი ნაწილით,
იქ სადაც გნახე თითოეული,
ჩემს თავს ვეძებდი გადაკარგული.
სიმარტოვეში კვლავ მესიზმრება,
როგორ მისწორებს სამყარო საბანს
და ზმანებანი
ლაჟვარდისფერი
დაგვაკავშირებს
ერთმანეთს ალბათ.